საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ბსუ-მ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხაჯალიისა და მეგა სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს უმასპინძლა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხაჯალიისა და მეგა სკოლის მოსწავლეებს, ქიმიის მასწავლებლებსა და ხაჯალიის სკოლის დირექტორს ხათუნა აფხაზავას უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში, ბსუ-ს პროფესორმა ალეკო კალანდიამ საჯარო ლექცია წაიკითხა ქიმიური კვლევის თანამედროვე მეთოდებზე, ხოლო ქიმიის საგანმანათლებლო პროგრამის I და II კურის სტუდენტებმა შემეცნებითი ხასიათის სახალისო ცდები ჩაატარეს. სკოლის მოსწავლეებმა ასევე დაათვალიერეს ბსუ-ს ლაბორატორიები და მონაწილეობა მიიღეს ქიმიური ექსპერიმენტების ჩატარებაში. ღონისძიება საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდცვის ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა