საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ბსუ-ში ემერიტუს პროფესორების, მურმან დავითაძისა და თემურ გოგმაჩაძის 80 წლის იუბილე აღინიშნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ემერიტუს პროფესორების, მურმან დავითაძისა და თემურ გოგმაჩაძის  80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა. ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა ღვაწლმოსილ პროფესორებს იუბილე მიულოცა და ხანგრძლივი პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის მადლობის სიგელი გადასცა. ემერიტუს პროფესორებს ასევე იუბილე მიულოცეს, მათ ღვაწლზე ისაუბრეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანმა რუსუდან ხუხუნაიშვილმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა.

ემერიტუს-პროფესორმა მურმან დავითაძემ დიდი წვლილი შეიტანა მცენარეთა ბიომრავალფეროვნების, ინვაზიურ სახეობათა შესწავლისა და ეკომორფოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევის განვითარებაში, ხოლო ემერიტუს-პროფესორმა თემურ გოგმაჩაძემ იქთიოლოგია-აქვაკულტურის განვითარებაში.

საიუბილეო შეხვედრა ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა