5 თებერვალი 2025 წელი

მიმდინარე წლის 25-27 აპრილს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება ეროვნული სკოლა-ტრენინგი - „იმუნიტეტი, ანტიმიკრობული რეზისტენტობა და ფაგოთერაპია“. პროექტი დაფინანსებულია საქართველოს განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ https://iec.gov.ge/
პროექტის თანასპონსორია კომპანია ,,პრაიმ-ლაინი“.
ღონისძიების ფარგლებში განიხილება იმუნოლოგიის აქტუალური საკითხები, ანტიმიკრობული იმუნიტეტი, ანტიმიკრობული რეზისტენტობის პრობლემატიკა და მასთან ბრძოლის გზები და მათ შორის ფაგოთერაპიის მიღწევები.
პროექტის მეორე ნაწილი (საერთაშორისო სკოლა - იმუნიტეტი, ანტიმიკრობული რეზისტენტობა და ფაგოთერაპია) განხორციელდება საქართველოს ალერგოლოგიის და კლინიკური იმუნოლოგიის (საკიას) მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონგრესის ფარგლებში 5-8 მაისს gaaci.ge/news-info/39/
კონგრესზე დარეგისტრირების შემთხვევაში მონაწილეები ავტომატურად დარეგისტრირდებიან საერთაშორისო სკოლაზეც და დასწრების შემთხვევაში მიიღებენ სერტიფიკატს კრედიტ ქულებით.
პროექტის განმახორციელებელი გუნდი:
-
ბესარიონ ლასარეიშვილი (პროექტის ხელმძღვანელი, სპიკერი)
-
ნინო კაჭარავა (ტექნიკური მენეჯერი)
-
ლეილა ახვლედიანი (აჭარის რეგიონული კოორდინატორი, სპიკერი)
-
თეა ქოიავა (აჭარის რეგიონული კოორდინატორი, სპიკერი)
-
ნელი ხიზანიშვილი (კახეთის რეგიონული კოორდინატორი)
-
ირინე ფხაკაძე (იმერეთის რეგიონული კოორდინატორი)
სამიზნე აუდიტორია: კლინიცისტი ექიმები, ვეტერინარები, აკადემიური კადრი შესაბამისი სპეციალიზაციით.
-
ინფექციონისტები
-
პედიატრები
-
პულმონოლოგები
-
გასტრო-ენტეროლოგები
-
უროლოგები
-
დერმატოლოგები
-
ქირურგები
-
გინეკოლოგები
-
რეანიმატოლოგები
-
რევმატოლოგები
-
ტრანსპლანტოლოგები
-
ოჯახის ექიმები
-
კლინიკური მიკრობიოლოგები
-
რეზიდენტები შესაბამისი სფეროებიდან
დეტალურად გაწერილი ღონიძიების პროგრამა თან ერთვის.
დანართი 1