31 ოქტომბერი 2025 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტისა და გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პროექტ „Emblas 4 შავი ზღვის მონიტორინგის გაძლიერება" ფარგლებში ჩატარდა ერთობლივი ღონისძიება. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ბიოლოგიის, ეკოლოგიის სპეციალობის სტუდენტები და სხვადასხვა ზოგადი საგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეები.
ღონისძიებაზე სკოლა „პროგრესის“, „ევრო 2000“-ის, ბათუმის N2, ქობულეთის N4, ბობოყვათის საჯარო სკოლის, ქ. ფოთის N4 და ანაკლიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემატური პრეზენტაციები, ჩატარდა სხვადასხვა შემოქმედებითი აქტივობა, რომლის მიზანი იყო შავი ზღვის ძუძუმწოვრებზე დაკვირვების შედეგების შეჯამება.
ჩატარებული კონკურსის ფარგლებში მოსწავლეები და მასწავლებლები დაჯილდოვდნენ ფასიანი წამახალისებელი საჩუქრებითა და პროექტში მონაწილეობის სერტიფიკატებით.