
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორებმა ხათუნა ჭიჭილეიშვილმა და ცირა ქამადაძემ 13 თებერვალს ჩაატარეს შემეცნებით - პრაქტიკული ხასიათის აქტივობა, რომელშიც მონაწილეობდნენ საერთაშორისო ამერიკული სკოლა „პროგრესის“ მე-5 კლასის მოსწავლეები.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა მოისმინეს საგანმანათლებლო ლექცია თემაზე: „ირმის ნახტომი ყველაზე დიდი თავგადასავალი სამყაროში“, ხოლო აქტივობის პრაქტიკულ ნაწილში მონაწილეებმა შეასრულეს დავალება, რომლის ფარგლებში მათ საქართველოს რეგიონების პაზლი ააწყვეს, თითოეული რეგიონისთვის დამახასიათებელი თავისებურებების გათვალისწინებით, რამაც ხელი შეუწყო მათი გეოგრაფიული ცოდნის გაღრმავებასა და ანალიტიკური უნარების განვითარებას.
| უკან |



