საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ვიზიტი ჭარნალის საჯარო სკოლაში

სურათი

მესამე მისიის ფარგლებში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის, შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ეთერ ჯაყელი  ეწვია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის  ჭარნალის საჯარო სკოლას.

ლექციის თემა იყო : „ფარმაციის ისტორიიდან - პირველი აფთიაქები საქართველოში“. სადაც ისაუბრა „აფთიაქის“ ეტიმოლოგიაზე, პირველი წამალთხანების შესახებ. აღნიშნა, რომ პირველ აფთიაქებს დიდი ხნის ისტორია აქვს და ის, უნიკალური ციხე-ქალაქების, ვარძიისა და უფლისციხის სახელს  უკავშირდება. ეთერ ჯაყელმა მოსწავლეებთან შეხვედრისას ასევე ისაუბრა წამლის ფორმების სახეებზე და მათ მნიშვნელობაზე.  მოსწავლეებმა მოცემული რეცეპტის მიხედვით დაამზადეს სითხოვანი წამლის ფორმა - სახის გამწმენდი ემულსია.  შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა და ეთერ ჯაყელმა სკოლის მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა