საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ბსუ-ს სტუდენტების მონაწილეობა მედიკოსთა ტრადიციულ 69-ე საერთაშორისო სკოლა-კონფერენციაში

სურათი

26 ივლისს გაიმართა მედიკოსთა ტრადიციული 69-ე საიუბილეო საერთაშორისო სკოლა-კონფერენცია„ახალი ათასწლეულის მედიცინა: მიღწევები და უახლოესი ტექნოლოგიები“, რომელშიც აქტიური მონაწილეობა მიიღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებმა.

კონფერენციის ფარგლებში სამეცნიერო მოხსენებებით წარდგნენ ბსუ-ს სტუდენტები: ქეთევან საფარიძე, ლიზი მიქელაძე, ქრისტინე ჯინჭარაძე, თორნიკე თედორაძე და ანანო ვერძაძე. მონაწილეებმა წარმოადგინეს საინტერესო და აქტუალური თემები, რომლებმაც აუდიტორიისა და სამეცნიერო საზოგადოების მაღალი შეფასება დაიმსახურა. ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს ღირსეულ მონაწილეობასა და მიღწეულ წარმატებას.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა