საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ბსუ-ს წარმომადგენლები GreenS4BlackSea პროექტის ფარგლებში ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ

სურათი

3-6 აგვისტოს, ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე საგრანტო პროექტის- „ხელუხლებელი ტყეების დაცვა, როგორც შავი ზღვის მწვანე გადაწყვეტა“ (GreenS4BlackSea, BSB01246) - ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის კოორდინატორი და ძირითადი პერსონალი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ პროექტის ლიდერ პარტნიორ ორგანიზაციაში - ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტში (თურქეთი).

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები პროექტის პარტნიორებთან, სადაც განხილული იქნა პროექტის მიმდინარე აქტივობები, მიღწეული შედეგები, შემდგომი სამუშაო ეტაპები და დაგეგმილი ღონისძიებები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პარტნიორებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი კვლევითი, საგანმანათლებლო და გარემოსდაცვითი აქტივობების კოორდინაციას.

ვიზიტის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ახალგაზრდებისა და სტუდენტების პროექტის საქმიანობაში ჩართულობას. ბსუ-ს მხრიდან აქტივობებში მონაწილეობდნენ: თამარ თედორაძე -ბიოლოგიის საბაკალავრო პროგრამის IV კურსის სტუდენტი; ალექსანდრე ხახვა - ეკოლოგიის საბაკალავრო პროგრამის II კურსის სტუდენტი; მარიამ რომანაძე - დოქტორანტი, ახალგაზრდა მკვლევარი.

სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრის ჩართულობა მიზნად ისახავდა მათთვის საერთაშორისო პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის გაცნობას, საველე და კვლევითი გამოცდილების გაღრმავებას, ბუნებრივი ტყის ეკოსისტემებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის საკითხებზე პრაქტიკული ცოდნის მიღებასა და პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან პროფესიული კავშირების განვითარებას.

GreenS4BlackSea – „ხელუხლებელი ტყეების დაცვა, როგორც შავი ზღვის მწვანე გადაწყვეტა“ (BSB01246) ხორციელდება ევროკავშირის თანადაფინანსებით, Interreg NEXT Black Sea Basin Programme-ის ფარგლებში.

პროექტის პარტნიორები არიან: ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტი (Artvin Çoruh University, თურქეთი)-პროექტის ლიდერი პარტნიორი, არასამთავრობო ორგანიზაცია „თემი და გარემო“ (საქართველო), ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო), თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი (Aristotle University of Thessaloniki, საბერძნეთი).

პროექტის მთლიანი ბიუჯეტი: 452 970,00 ევრო, Interreg-ის ფონდიდან დაფინანსდება: 407 673,00 ევრო პროექტის განხორციელების პერიოდი: 25.12.2025 – 25.06.2027

პროექტის ძირითადი მიზანია შავი ზღვის აუზში ბუნებრივი ეკოსისტემების, განსაკუთრებით ხელუხლებელი და მაღალი კონსერვაციული ღირებულების ტყეების დაცვა, მათი ბიომრავალფეროვნებისა და მწვანე ინფრასტრუქტურის შენარჩუნება და მდგრადი მართვის ხელშეწყობა.

პროექტი ასევე ითვალისწინებს ხელუხლებელი ტყეების იდენტიფიცირებისა და შესწავლის მეთოდების განვითარებას, შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას პარტნიორ ქვეყნებს შორის, ახალგაზრდა მკვლევრებისა და სტუდენტების ჩართულობას, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის გაძლიერებას.

ართვინში განხორციელებული სამუშაო ვიზიტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია პროექტის პარტნიორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და GreenS4BlackSea-ს ფარგლებში დაგეგმილი კვლევითი და საგანმანათლებლო აქტივობების ეფექტიანად განხორციელების მიმართულებით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა