საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ბსუ-ს საგრანტო პროექტის საგანმანათლებლო აქტივობა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე საგრანტო პროექტის „განსაკუთრებული საჭიროების მქონე პაციენტებისთვის სტომატოლოგიური მომსახურების გაძლიერება და ექიმ-სტომატოლოგთა უწყვეტი განათლების  ხელშეწყობა საქართველოში“  ფარგლებში,  პროექტში ჩართულმა პერსონალმა  განახორციელა  საგანმანათლებლო აქტივობა, რომელიც მიზნად ისახავდა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებსა და მათი ოჯახის წევრებში პირის ღრუს ჯანმრთელობისა და სტომატოლოგიურ დაავადებათა პრევენციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

აქტივობის ფარგლებში სარეაბილიტაციო ცენტრ „სანიტასში“ გაიმართა შეხვედრა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებსა და მათი ოჯახის წევრებთან.

 შეხვედრის ძირითადი საკითხები მოიცავდა:

  • პირის ღრუს ჰიგიენისა და სტომატოლოგიურ დაავადებათა პრევენციის პრინციპებს;
  • კბილების სწორი მოვლისა და ჰიგიენური ჩვევების ჩამოყალიბებას;
  • მშობლებისა და მზრუნველების როლს ბავშვთა პირის ღრუს ჯანმრთელობის დაცვაში;
  • სტომატოლოგიური დაავადებების ადრეული გამოვლენისა და რეგულარული პროფილაქტიკური ვიზიტების მნიშვნელობას.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა