![გადიდება სურათი](https://bsu.edu.ge/text_images/ge_pic_3711_1_s.jpg)
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტის ორგანიზებით საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისათვის ვორქშოფი მოეწყო თემაზე: „ქიმია და ყოველდღიურობა“. ქიმიის და ჯანდაცვის სპეციალობების სტუდენტებმა: ზეინაბ გობაძემ, ვარა ირემაძემ, ანა მეფარიშვილმა და ხატია ჩხაიძემ ნაშრომები წარმოადგინეს ქიმიის, ეკოლოგიისა და ჯანდაცვის აქტუალურ პრობლემებზე. ახალგაზრდებმა ყურადღება გაამახვილეს მოსწავლეებისთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: კვების პროდუქტების ფალსიფიკაცია, ქიმია და ჭარბი წონა, ახალი სამედიცინო პრეპარატები, ახალი ბიოლოგიური პოლიმერების სინთეზი.
უკან |