საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებიმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის საბჭო ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთათვის სახელობითი სტიპენდიების მოსაპოვებლად აცხადებს კონკურსს

1. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განცხადება რექტორის სახელზე უნდა წარმოადგინონ    საბუნებიმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის    ფაკულტეტის სამდივნოში (დანართი 2).

2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განცხადების წარდგენის უფლება აქვთ  ბსუ-ს საბუნებიმეტყველო  მეცნიერებათა და ჯანდაცვის   ფაკულტეტის ბაკალავ­რიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს სწავლების მეორე წლიდან (მესამე სემესტრიდან), თუ:

ა) სტიპენდიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების მომენტისათვის სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ  დისციპლინებში ,,საშუალო შეწონილი’’ ფურმულით მიღებული აქვთ 91 ქულა და მეტი .

(,,საშუალო შეწონილი’’-ს ფორმულა; (A1*B1+ A2*B2…)/(A1+ A2...)=91 A - საგნის კრედიტი,   B - შეფასების ქულა)

ბ) გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომი შესაბამის სპეციალობაში ან არიან  სამეცნიერო კონფერენციების, სემინარების, სიმპოზიუმების და ა.შ. მონაწილე და აქვთ მაღალი მიღწევები;

3. საკონკურსო დოკუმენტაცია (დანართი 1) უნდა მოიცავდეს:

ა) განცხადებას კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 2);

ბ) სტუდენტის სასწავლო-სამეცნიერო ავტობიოგრაფიას (CV) (დანართი 3);

გ) სამეცნიერო კონფერენციის, სემინარის, სიმპოზიუმის და სხვ. ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობის (ზეპირი, სტენდური მოხსენება) დამადასტურებელი დიპლომის, სიგელის, სეტიფიკატის და სხვ. დედანს ან ნოტარიულად დამოწმებულ ასლს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) პირადობის მოწმობის ასლს;

ე) ცნობას - რომელშიც საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ დისციპლინებში ,,საშუალო შეწონილი’’ ფურმულით მიღებულია 91  და მეტი  ქულა (დეკანის მიერ  დამოწმებულს);

ვ) სტუდენტის მიერ გამოქვეყნებული ნაშრომის დედანს ან დეკანის მიერ დამოწმებულ ასლს;

ზ) არანაკლებ ერთ რეკომენდაციას ბსუ-ს იმ პროფესორისაგან, რომელიც კარგად იცნობს სტუდენტის  სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობას (დეკანის მიერ დამოწმებულს).

4.  საკონკურსო დოკუმენტაცია საკონკურსო კომისიის მიერ არ განიხილება (არ შეფასდება) შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ კონკურსანტის მიერ არ არის წარმოდგენილი ყველა საჭირო დოკუმენტი ან/და ინფორმაცია;

ბ) თუ კონკურსანტის  მიერ ინფორმაცია/დოკუმენტები წარმოდგენილი არ არის შესაბამისი ფორმის დაცვით (ხელმოწერა, ბეჭედი, ნოტარიული დამოწმება და ა.შ.);

გ) თუ კონკურსანტის  მიერ წარმოდგენილი მონაცემები (დოკუმენტები) არ შეესაბამება სინამდვილეს (ყალბი აღმოჩნდა), რაც დასტურდება ბსუ-ში არსებული გარკვეული სახის მტკიცებულებებით;

დ) თუ კონკურსანტს  დანიშნული აქვს რომელიმე სახის სტიპენდია;

ე) თუ კონკურსანტს  აქვს ფინანსური დავალიანება.

5.  ა) კონკურსანტთა საბუთები მიიღება   საბუნებიმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის  ფაკულტეტის სამდივნოში 2015  წლის   11 მარტიდან  16 მარტის ჩათვლით.           

ბ) კონკურსის  შედეგები გამოქვეყნდება    2015  წლის  20 მარტის  შემდეგ.

საბუნებიმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის

ფაკულტეტის  საბჭო

საბუნებიმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის   ფაკულტეტზე, ბსუ-ს აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით დაწესებულია 3 (სამი) სახელობითი სტიპენდია:

  1. დოცენტ ვლადიმერ ქემხაძის  სახელობის სტიპენდია
  2. დოცენტ ოთარ ახვლედიანის სახელობის სტიპენდია

აკადემიკოს მემედ კომახიძის სახელობის სტიპენდია

  დანართი 1
  დანართი 2
  დანართი 3

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა