2016 წლის 19-22 მაისს, ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და უწყვეტი განათლების ასოციაციის „აპექსგრუპი“ (ანკარა, თურქეთი) (www.apeksgroup.com) თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდება I საერთაშორისო კონგრესი „უწყვეტი სამედიცინო განათლება” (HABOTED 2016).
კონგრესზე განხილული იქნება უახლესი სამედიცინო მიღწევები, დიაგნოსტირების და მკურნალობის ახალი მეთოდოლოგიები და ტექნიკა, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება "ოჯახის ექიმების" მიმართულებით.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოხსენებების წარდგენილი იქნება სექციაში - "ქრონიკული დაავადებების მართვა პირველად ჯანდაცვაში".
კონგრესის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე.
უკან |