2015 წლის 14 ნოემბერს, 10:00 საათიდან 12:00 საათამდე მსოფლიოს დიაბეტის დღესთან დაკავშირებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო ცენტრის ბაზაზე საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის კლინიკური თერაპიის დეპარტამენტის ინიციატივით ჩატარდება აქცია „ცხოვრება დიაბეტის გარეშე“. უნივერსიტეტის თანამშრომლებს გაუკეთდება გლუკოზის განსაზღვრა სისხლში, მიეცემა შესაბამისი დიეტური და საჭიროებისას სამკურნალო რეკომენდაციები ენდოკრინოლოგის მიერ.
უკან |