საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ჩერნობილის კატასტროფის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ვორქშოპი

სურათი

2016 წლის 5 მაისს,  საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩერნობილის კატასტროფის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ვორქშოპი ჩატარდა. ვორქშოპზე  ჩერნობილის ატომური  ელექტროსადგურის მე-4 ბლოკზე მომხდარი ავარია და მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური  ეკოლოგიური კატასტროფა გაიხსენეს და შედეგებზე ისაუბრეს ორგანიზატორებმა, მოწვეულმა სტუმრებმა და სტუდენტებმა.

ბიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა დავით ბარათაშვილმა  პრეზენტაცია წარმოადგინა, სადაც  კატასტროფის  გარემოს ზემოქმედებაზე გაამახვილა ყურადღება. სახელმწიფოს როლსა და 30 წლის განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს ჩერნობილში ავარიის ლიკვიდატორებმა: სულიკო   ხავლოშვილმა,  მალხაზ აროშიძემ, გია თავბერიძემ, ნოდარ არძენაძემ.  ღონისძიებაში აგრეთვე  მონაწილეობდნენ  აჭარის ჩერნობილელთა ორგანიზაციის თავმჯდომარე - სულიკო   ხავლოშვილი,  გურიის ჩერნობილელთა ორგანიზაციის თავმჯდომარე - მალხაზ აროშიძე.  გარემოს დაბინძურების თვალსაზრისით ჩერნობილის კატასტროფა ხიროსიმასა და ნაგასაკში ჩამოგდებული ატომური ბომბების შედეგად გარემოს დაბინძურების მასშტაბებს  500-ჯერ აღემატებოდა. ვორქშოპზე გაჟღერებულმა ინფორმაციამ  სტუდენტებში ცხარე კამათი და დისკუსია გამოწვია.

ჩერნობილის კატასტროფის 30 წლისთავისადმი  მიძღვნილი ვორქშოპი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანის   მარინა ქორიძის მხარდაჭერით, ბიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ დავით ბარათაშვილისა და ასოცირებული პროფესორის ნინო ლომთათიძის ორგანიზებით ჩატარდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა