საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

მედიცინის სპეციალობის პირველკურსელები ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ

სურათი

 11 მაისს, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის მედიცინის სპეციალობის პირველკურსელები დაბა ქედისა და   ქედის მუნიციპალიტეტის  პირველი მაისის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ და აჭარის რეგიონში ფართოდ გავრცელებულ პარაზიტულ დაავადებებზე მიაწოდეს ინფორმაცია.

სტუდენტებმა მოსწავლეებს ენტერობიოზის, ასკარიდოზის, ტრიქოცეფალოზის და ლამბლიოზის პათოგენეზზე, მოსალოდნელ გართულებებზე, დიაგნოსტირების გზებზე, პროფილაქტიკის ღონისძიებებზე და მოზარდის ჯანმრთელობისათვის ჰიგიენური წესების დაცვაზე ესაუბრეს. 


საინფორმაციო შეხვედრა ბიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის ნინო ლომთათიძისა და ასისტენტ პროფესორის გუგული დუმბაძის ხელმძღვანელობით გაიმართა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა