საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ვორქშოფი : „ფარმაცია გუშინ, დღეს, ხვალ“

სურათი

13 მაისს, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ფარმაციის დეპარტამენტში აჭარის ფარმაცევტთა ასოციაციის 20 წლის იუბილის აღსანიშნავი ვორქშოფი  ჩატარდა სახელწოდებით: „ფარმაცია გუშინ, დღეს, ხვალ“. ღონისძიების ფარგლებში, ფარმაციის სპეციალობის სტუდენტებმა მოხსენებები წარმოადგინეს  თემებზე: „ჰეკატეს ბაღის ისტორიული ასპექტები და სამკურნალო მცენარეები“, „ფარმაცია გუშინ, დღეს, ხვალ“, „ჰეკატე - პირველი ფარმაცევტული კომპანია დამოუკიდებელ საქართველოში“. 

აჭარის ფარმაცევტთა ასოციაციის  და ფარმაციის სპეციალობის მიზნებზე  ისაუბრა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა მარინა ქორიძემ. ფარმაციის მეცნიერებათა დოქტორმა ვლადიმერ მახარაძემ კი აჭარის ფარმაცევტთა ასოციაციის შექმნასა და პირველი ფარმაცევტული კომპანიის დაარსების შესახებ გააკეთა მოხსენება. ფარმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მ/შ ეთერ ჯაყელმა ვორქშოფის შეჯამებისას  ფარმაციის დეპარტამენტისა და ასოციაციის თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება.


ღონისძიების დასასრულს „პოეზიის ხუთი წუთი“ მოეწყო, სადაც ვორქშოფის მონაწილეებმა  ლექსები წაიკითხეს წიგნიდან „მედიცინა და ფარმაცია ხატოვან აზროვნებაში“.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა