27 ივნისს, ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აჭარის ა/რ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჩართულობით, ჩატარდება ახალგაზრდული კონფერენცია. კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, მოგვმართოდ ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანატს.
პრეზენტაციის მომზადებისას შეგიძლიათ მიიღოთ შპს „ნარკოლოგიური ცენტრის“ ექიმი–ნარკოლოგებისკონსულტაციები და რჩევები. წარმოდგენილი პრეზენტაციები, შესაძლებელია ეხებოდეს - ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო ბრუნვას/მავნედ მოხმარებას/მათზე დამოკიდებულებას, მათ სამედიცინო/სოციალურ–ეკონომიკურ/იურიდიულ მხარეებს, ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის მიმართულებებს, პრევენციის, მკურნალობისა და ზიანის შემცირების საკითხებს.
უკან |