ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის საბჭო ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთათვის აცხადებს კონკურსს სახელობითი სტიპენდიების მოსაპოვებლად. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განცხადება რექტორის სახელზე უნდა წარმოადგინონ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სამდივნოში ოთახი №321.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს სწავლების მეორე წლიდან (მესამე სემესტრიდან), თუ:
ა) სტიპენდიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების მომენტისათვის სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ დისციპლინებში ,,საშუალო შეწონილი’’ ფურმულით მიღებული აქვთ 91 ქულა და მეტი.
(,,საშუალო შეწონილი’’-ს ფორმულა;
=91 A- საგნის კრედიტი, B - შეფასების ქულა)
ბ) გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომი შესაბამის სპეციალობაში ან არიან სამეცნიერო კონფერენციების, სემინარების, სიმპოზიუმების და ა.შ. მონაწილე და აქვთ მაღალი მიღწევები;
საკონკურსო დოკუმენტაცია (დანართი 1) უნდა მოიცავდეს:
ა) განცხადებას კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 2);
ბ) სტუდენტის სასწავლო-სამეცნიერო ავტობიოგრაფიას (CV) (დანართი 3);
გ) სამეცნიერო კონფერენციის, სემინარის, სიმპოზიუმის და სხვ. ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობის (ზეპირი, სტენდური მოხსენება) დამადასტურებელი დიპლომის, სიგელის, სეტიფიკატის და სხვ. დედანს ან ნოტარიულად დამოწმებულ ასლს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) პირადობის მოწმობის ასლს;
ე) ცნობას - რომელშიც საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ დისციპლინებში ,,საშუალო შეწონილი’’ ფურმულით მიღებულია 91 და მეტი ქულა (დეკანის მიერ დამოწმებულს);
ვ) სტუდენტის მიერ გამოქვეყნებული ნაშრომის დედანს ან დეკანის მიერ დამოწმებულ ასლს;
ზ) არანაკლებ ერთ რეკომენდაციას ბსუ-ს იმ პროფესორისაგან, რომელიც კარგად იცნობს სტუდენტის სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობას (დეკანის მიერ დამოწმებულს).
საკონკურსო დოკუმენტაცია საკონკურსო კომისიის მიერ არ განიხილება (არ შეფასდება) შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ კონკურსანტის მიერ არ არის წარმოდგენილი ყველა საჭირო დოკუმენტი ან/და ინფორმაცია;
ბ) თუ კონკურსანტის მიერ ინფორმაცია/დოკუმენტები წარმოდგენილი არ არის შესაბამისი ფორმის დაცვით (ხელმოწერა, ბეჭედი, ნოტარიული დამოწმება და ა.შ.);
გ) თუ კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი მონაცემები (დოკუმენტები) არ შეესაბამება სინამდვილეს (ყალბი აღმოჩნდა), რაც დასტურდება ბსუ-ში არსებული გარკვეული სახის მტკიცებულებებით;
დ) თუ კონკურსანტის დანიშნული აქვს რომელიმე სახის სტიპენდია;
ე) თუ კონკურსანტის აქვს ფინანსური დავალიანება.
კონკურსანტთა საბუთები მიიღება ფაკულტეტის სამდივნოში 2018 წლის 19 მარტიდან 27 მარტის ჩათვლით.
კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება 2018 წლის 30 მარტის შემდეგ.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე ბსუ-ს აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით დაწესებულია სამი სახელობითი სტიპენდია:
1. დოცენტ ვლადიმერ ქემხაძის სახელობის სტიპენდია
2. დოცენტ ოთარ ახვლედიანის სახელობის სტიპენდია
3. აკადემიკოს მემედ კომახი
დანართი 2
დანართი 3
უკან |