ტექნოლოგიური ფაკულტეტი

ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის III საინვესტიციო-ენერგეტიკულ ფორუმი

სურათი

სასტუმრო  ,,შერატონში’’ 11-12 სექტემბერს გამართულ ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის III საინვესტიციო-ენერგეტიკულ  ფორუმში მონაწილეობა მიიღეს ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა გიზო ფარცხალაძემ და  ინჟინერიისა და მშენებლობის დეპარტამენტის ტელეკომუნიკაციის მიმართულების  აკადემიურმა პირებმა: ენვერ ხალვაშმა, ინდიკო აბაშიძემ, მარინე ჩხარტიშვილმა, ნუგზარ ჭედიამ. ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის წევრი 11 ქვეყნის 250-მა წარმომადგენელმა განიხილა საკითხები ენერგეტიკული სფეროსა და მაღალი ტექნოლოგიების მნიშვნელობის, პროექტირებისა და ინვესტიციების განხორციელების,  ენერგეტიკისა და სატელეკომუნიკაციო სისტემის შესახებ.

ფორუმს კოორდინაციას უწევდნენ  სოჰაილ ჰასნი (ავსტრალია), კაზუტო მურაგუჩი (იაპონია) და ეკა კოროშინაძე ( საქართველო).

ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითა და აზიის განვითარების ბანკის ორგანიზებით გაიმართა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა