ტექნოლოგიური ფაკულტეტი

„ინოვაციური კომპეტენციებისა და სამეწარმეო უნარების ამაღლება საინჟინრო განათლებაში“

სურათი

18-19 თებერვალს პროფესორმა გიზო ფარცხალაძემ, ასოცირებულმა პროფესორმა გოჩა ჩავლეშვილმა და სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის სპეციალისტმა ხათუნა ხაბაძემ „Erasmus+“-ის„InnoCENS Project“ (Enhacing Innovation Competences and Entrepreneurial Skillsin Engineering Education – „ინოვაციური კომპეტენციებისა და სამეწარმეო უნარების ამაღლება საინჟინრო განათლებაში“) საგრანტო პროექტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს თბილისში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაში. პროექტის მონაწილეებმა ღონისძიების ფარგლებში განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: INNOCENS და HERITAG პროექტების რეალიზაცია, ინოვაციური პედაგოგიკისა და კომპეტენციების შეფასება, ინოვაციებისა და ბიზნესის  კონკურსი, ინოვაციების ცენტრის განვითარება.

ბსუ-ს წარმომადგენლებმა შეხვედრაზე წარადგინეს მოხსენება „ბსუ-ს ინოვაციების ცენტრისა და INNOCENS პროექტის განვითარების შესახებ“.

ვიზიტის ფარგლებში პროექტის მონაწილეებმა დაათვალიერეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრი და გაეცნენ მის საქმიანობას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა