ტექნოლოგიური ფაკულტეტი

კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტების წარმომადგენელთა და საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრთა შეხვედრა

სურათი

ბსუ-ში ERASMUS+ CBHE-ის საგრანტო პროექტის „InnoCENS Project“-ის ფარგლებში კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტების წარმომადგენელთა და საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრთა შეხვედრა გაიმართა. პროგრამის 30-მა  ქართველმა, შვედმა, ფინელმა, ესპანელმა, ბელორუსმა, სომეხმა, ყაზახმა მონაწილემ შეაჯამა პროექტის ორწლიანი მუშაობის შედეგები და ბსუ-ში ჩატარებული ინოვაციური ბიზნეს იდეების კონკურსი.

სამწლიანი პროექტი Enhancing innovation competences and entrepreneurial skills in engineering education (InnoCENS) (ინოვაციური კომპეტენციებისა და სამეწარმეო უნარ-ჩვევების გაზრდა საინჟინრო განათლებაში) ბსუ-ს მონაწილეობით 2016 წლიდან ხორციელდება.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტში გაიხსნა ბსუ-ს ინოვაციური ცენტრი, რომელიც აღიჭურვა გრანტის ფარგლებში შეძენილი თანამდეროვე ტექნოლოგიებით. ინოვაციური ცენტრის ბაზაზე ბსუ-ში ჩატარდა სამეწარმეო დღე, სასწავლო კურსი მეწარმეობა ინჟინერიაში და ინოვაციური ბიზნეს იდეების კონკურსი. კონკურსში მონაწილეობა მიიღო ბსუ-ს სტუდენტებისაგან დაკომპლექტებულმა 23 ჯგუფმა, გამოვლინდა გამარჯვებული, რომელიც პროექტის დაფინანსებით 12-13 სექტემბერს გაემგზავრება ვალენსიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტში ნახევარ-ფინალში მონაწილეობის მისაღებად.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა