ტექნოლოგიური ფაკულტეტი

ბსუ-ში აგროიდეების პრე-აქსელერაციის პროგრამა AgroDeck-ის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აგროიდეების პრე-აქსელერაციის პროგრამა AgroDeck-ის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. პროგრამის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს პროექტის მიზანი, სააპლიკაციო პროცესი და მისი ეტაპები გააცნეს. AgroDeck-ი მიზნად ისახავს, აღმოაჩინოს და წაახალისოს აგრომიმართულებით არსებული პრაქტიკული და შედეგზე ორიენტირებული იდეები, დაეხმაროს მათ რეალურ პროდუქტად და ფუნქციურ ბიზნესად გადაქცევაში. პროგრამის მონაწილეები რამდენიმე თვის განმავლობაში მიიღებენ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას, იმისათვის, რომ თავიანთი იდეა გარდაქმნან სტარტაპად და წარადგინონ პოტენციური ინვესტორების წინაშე.

პრე-აქსელერაციის პროგრამა AgroDeck-ი ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია FireFlies-ისა და სექტორული პლატფორმა „მომავლის ფერმერის” საერთო პროექტია, რომელიც იმერეთის, სამეგრელოსა და აჭარის რეგიონებისთვის შეიქმნა.

პროექტის მხარდამჭერია „ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია”.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა