ტექნოლოგიური ფაკულტეტი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში „Erasmus+“-ის საგრანტო პროექტის EU-AGM განხორციელება დაიწყო

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ,,Erasmus+“-ის საგრანტო პროექტის განხორციელება დაიწყო.

პროექტის აკრონიმი: EU-AGM – 2024

პროექტის ნომერი: 101177142-ERASMUS-EDU-2024-CBHE-LS

პროექტის სახელწოდება: Joint societal challenge driven circular economy energy education between Azerbaijan, Georgia, Greece, Moldova and Romania

კოორდინატორი:  The Technical University of Moldova

საკონტაქტო პირი ბსუ-ში: პროფ. გაიოზ ფარცხალაძე.

პროექტის მიზანია პარტნიორი ქვეყნებისათვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ენერგეტიკის მიმართულებით სასწავლო კურსების, საგანმანათლებლო პროგრამების, ლიტერატურის, ლაბორატორიების შექმნა და მოდერნიზება.

საქართველოდან კონსორციუმში ჩართულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი. კონსორციუმში საერთაშორისო უნივერსიტეტებიდან ჩართულია შვედეთის სამეფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, საბერძნეთის დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტი, რუმინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პოლიტექნიკური უნივერსიტეტი და სხვა.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 8 დისტანციური ლაბორატორიის შექმნა, რომელიც მისცემს საშუალებას სტუდენტებს და პროფესორებს მოახდინონ რეალური ექსპერიმენტული და ლაბორატორიული კვლევები. დაგეგმილია ადგილობრივ ინდუსტრიასთან მჭიდრო თანამშრომლობა ახალი პროგრამების და ხარისხის სისტემების შექმნა, ასევე არსებულის გაუმჯობესება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა

Loading...