17 სექტემბერი 2014 წელი
![გადიდება სურათი](https://bsu.edu.ge/text_images/ge_pic_3096_1_s.jpg)
17-21 სექტემბერს ტექნოლოგიური ფაკულტეტის აგრარულ მიმართულებაზე (მწვანე კონცხი) მოსავლის აღების შემდგომი დამუშავებისა და სამაცივრო ტექნოლოგიების საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა. სემინარი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტით (REAP) გაიმართა. ლექციები დარგის ექსპერტებმა რიჩარდ დაუდელმა და ჰალა ჩაინემ ჩაატარეს. ტრენინგს ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, აჭარის საწარმოთა ტექნოლოგები, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ.