3 დეკემბერი 2015 წელი
![გადიდება სურათი](https://bsu.edu.ge/text_images/ge_pic_5221_1_s.jpg)
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის აგროტექნოგიისა და აგროინჟინერიის დეპარტამენტის პროფესორი რეზო ჯაბნიძე საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს. ფაკულტეტის პროფესორ–მასწავლებლები და სტუდენტები ღვაწლმოსილს პროფესორს ულოცავენ პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის უდიდეს აღიარებას, უსურვებენ ჯანმრთელობასა და წარმატებებს სამეცნიერო მოღვაწეობაში.