ტექნოლოგიური ფაკულტეტი

შეხვედრა ბათუმის მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლეში

სურათი

ბათუმის მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლის მხარეთმცოდნეობის განყოფილების „მხიარული მოგზაურის“ პროექტის „თამარის სახელობის ხიდები აჭარაში“ ფარგლებში, ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი  გიზო ფარცხალაძე,   ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი გოჩა ჩავლეშვილი  და ნიკო ბერძენიშვილი ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი ნინო ინაიშვილი ბათუმის მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლეს ეწვივნენ. მოსწავლეებმა შეხვედრაზე წარმოადგინეს მათი კვლევითი პროექტის პრაქტიკულ საქმიანობის ამსახველი ფოტო–კოლაჟი. ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანი მოსწავლეებს თანამედროვე ინოვაციური სამშენებლო კონსტრუქციებისა და არქიტექტურული დაგეგმარების შესახებ ესაუბრა და სასახლეს საჩუქრად ტექნოლოგიური ფაკულტეტის სამრეწველო ინოვაციიების ლაბორატორიაში დამზადებული   ნივთები გადასცა. შეხვედრის დასასრულს ნორჩ მშენებლებსა და სტუმრებს შორის დისკუსია გაიმართა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა