21 ოქტომბერი 2016 წელი
![გადიდება სურათი](https://bsu.edu.ge/text_images/ge_pic_6833_1_s.jpg)
აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე და აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს მერაბ ხალვაშს, რექტორის მოადგილეებს: ნათია წიკლაშვილსა და ინგა შამილიშვილს, აგრარული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების პროფესორ-მასწავლებლებსა და სამეცნიერო ინსტიტუტების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. ვიზიტი მიზნად ისახავდა აგრარული დარგების განვითარებისთვის ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და სამეცნიერო კვლევის შედეგების პრაქტიკაში დანერგვას. შეხვედრაზე ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის, აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტისა და დასავლეთ საქართველოს რეგიონული ქრომატოგრაფიული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლებმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელებული სამეცნიერო პროექტების შედეგები წარმოადგინეს. ღონისძიების დასასრულს, სტუმრები უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ ლაბორატორიებს გაეცნენ.