10 მარტი 2017 წელი
![გადიდება სურათი](https://bsu.edu.ge/text_images/ge_pic_7631_1_s.jpg)
10, 11, 12 მარტს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ემერიტუს- პროფესორმა, საერთაშორისო ტექნიკური ასოციაციების კავშირის ექსპერტმა, ენერგეტიკის ნაციონალური აკადემიის წევრმა არჩილ მოწონელიძემ ტექნოლოგიური ფაკულტეტის მაგისტრატურის სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის დაიწყო სასწავლო კურსის წაკითხვა ,,ჰიდროტექნიკური ნაგებობების კონსტრუქციებში~.
სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ თანამედროვე ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა კონსტრუქციების, ენერგეტიკული აღჭურვილობის, დაპროექტების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის საკითხებზე. ლექციის დასასრულს დისკუსია გაიმართა.