სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

გამოცხადდა „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის კონკურსი ბსუ-ს აკადემიური პერსონალისათვის

სურათი

2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროფესორ-მასწავლებლებს სთავაზობს „ერაზმუს+“-ის საგრანტო პროექტის ფარგლებში ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობას. გაცვლითი პროგრამა ითვალისწინებს ლინგტვისტიკის მიმართულების  ინდივიდუალურ მობილობას ბიდგოშჩის უნივერსიტეტში (პოლონეთი). https://wsg.byd.pl/strona-glowna.1.html

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

კანდიდატი უნდა იყოს ბსუ-ს აკადემიური პერსონალი/მოწვეული მასწავლებელი/ სპეციალისტი, რომელიც არის ჩართული ბსუ-ს  სასწავლო პროცესში არანაკლებ 3 წლისა.

სტიპენდია ითვალისწინებს   მგზავრობისა და დღიური ხარჯების ანაზღაურებას.
სტიპენდია არ ანაზღაურებს  საერთაშორისო დაზღვევას.

დადგენილი საბუთების მიღება ელექტრონულ ბმულზე: https://registration.bsu.ge/Registration-1.php

და დეპარტამენტის ელექტრონულ ფოსტაზე: erasmus@bsu.edu.ge

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2021 წლის  3 დეკემბერი, 15:00 საათი.

    რეგისტრაციისათვის საჭირო საბუთები:

  • პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • ცნობა სამსახურიდან დაკავებული თანამდებობის თაობაზე (ინგლისურ ენაზე);
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად - B2/C1;
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე);მობილობასთან დაკავშირებული აკადემიური საქმიანობის გეგმა (ინგლისურ ენაზე მიმღები უნივერსიტეტისთვის);
  • რეკომენდაციის წერილი(ინგლისურ ენაზე);
  • მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე);
  • დაინტერესების/წინასწარი მიღების წერილი (Letter of Interest/Pre-Acceptance Letter/Mobility Agreement) პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტიდან (ინგლისურ ენაზე).
     

   კონკურსის ეტაპები:

  • საბუთების წარმოდგენა დადგენილი წესისა და ვადის შესაბამისად;
  • საბუთების გადაგზავნა მიმღებ უნივერსიტეტებში;
  • კანდიდატთა შერჩევა და სტიპენდიაზე ნომინირება მიმღები უნივერსიტეტის მიერ.

შენიშვნა:

მიმაგრებული ფაილის სახით, იხილეთ მობილობის ხელშეკრულება.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე: erasmus@bsu.edu.ge

  დანართი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა