სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

სამი საზაფხულო სკოლა მიკოლას რომერის უნივერსიტეტში, ვილნიუსი

მესამე საერთაშორისო საზაფხულო სკოლა  „ მეცნიერება და კომუნიკაციის ხელოვნება „  ჩატარდება მიმდინარე წლის  26 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით, მიკოლას რომერის უნივერსიტეტში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ბიზნეს კომუნიკაციას.

სტუდენტებს შეუძლიათ ამოირჩიონ:

  1. „ ძირითადი სასწავლო პაკეტი „  ღირებულება 55 €,  მოიცავს საგანმანათლებლო პროგრამებს, ლექციებს, ექსკურსიებს და Coffee breaks 5 დღის განმავლობაში.
  2. “ სწავლა და საცხოვრებელი პაკეტი “ ღირებულება 100 €,  მოიცავს საგანმანათლებლო პროგრამებს, ლექციებს, ექსკურსიებს, Coffee breaks 5 დღის განმავლობაში და საცხოვრებელ ადგილს სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში.
  3. „ ყოვლისმომცველი პაკეტი „ ღირებულება 155 €.

დაზღვევის, ვიზისა და სამგზავრო ხარჯები არ შედის აღნიშნულ პაკეტში.

მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიაროთ შემდეგ მისამართზე

რეგისტრაციისა და გადახდის ვადა: 10 მაისი,  2016 წელი.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ თანდართული ფაილი  #1 და ეწვიეთ ვებგვერდს

 

  1. საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ თანამედროვე ბიზნესი ოცდამეერთე  საუკუნეში, საინვესტიციო  შესაძლებლობები “ ჩატარდება მიმდინარე წლის  26 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით, მიკოლას რომერის უნივერსიტეტში.

ღირებულება 250 €, მოიცავს საუზმეს, ლანჩს, coffee breaks, ექსკურსიებს, საგამომცემლო მასალებს, საცხოვრებელს მიკოლას რომერის უნივერსიტეტში, აგრეთვე  ტრანსპორტის ხარჯებს ზაფხულის სკოლის განმავლობაში.

რეგისტრაციისათვის უნდა გააგზავნოთ აპლიკაციის ფორმა შემდეგ ელ-ფოსტაზე : rimtam@mruni.eu

რეგისტრაციისა და გადახდის ვადა: 6 ივნისი, 2016 წელი.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ თანდართული ფაილი  #2.

  

  1. "ტურიზმი ოცდამეერთე საუკუნეში: მოსაზრებები და გამოცდილება" ჩატარდება მიმდინარე წლის  26 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით, მიკოლას რომერის უნივერსიტეტში.

 

ღირებულება 250 €, მოიცავს საუზმეს, ლანჩს, coffee breaks, ექსკურსიებს, საგამომცემლო მასალებს, საცხოვრებელს მიკოლას რომერის უნივერსიტეტში, აგრეთვე  ტრანსპორტის ხარჯებს ზაფხულის სკოლის განმავლობაში.

რეგისტრაციისათვის უნდა გააგზავნოთ აპლიკაციის ფორმა შემდეგ ელ-ფოსტაზე: daciulyte@mruni.eu  და  brigitaz@mruni.eu

რეგისტრაციისა და გადახდის ვადა: 6 ივნისი, 2016 წელი.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ თანდართული ფაილი  #3.

  ფაილი 1
  ფაილი 2
  ფაილი 3

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა