საზაფხულო სკოლა ტარდება შემდეგი დაწესებულებების ურთიერთანამშრომლობის საფუძველზე:Yeditepe უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი, ამსტერდამის სამართლის ფაკულტეტი, ეკონომიკის განვითარების ფონდი (iKV) და თურქეთის სამრეწველო პალატა და სასაქონლო ბირჟა (TOBB).
საზაფხულო სკოლა გაიმართება Yeditepe უნივერსიტეტში, სტამბულში, თურქეთში 20 ივნისი-1 ივლისი, 2016.
დასწრების უფლება აქვთ:
1. ადვოკატებს, მოსამართლეებს, პროკურორებს და ამ სფეროში დასაქმებულ პირებს;
2. მეცნიერებს;
3. ბიუროკრატებს;
4. სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს;
სამუშაო ენა: ინგლისური B2
90% დასწრების შემთხვევაში მონაწილე მიიღებს სერთიფიკატს.
საზაფხულო სკოლა არ უზრუნველყოფს მონაწილეს საცხოვრებელით და არ ანაზღაურებს სხვა ხარჯებს, როგორიცაა: ტრანსპორტი და ლანჩი.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა და გადაუგზავნეთ კოორდინატორს- Mustafa Okan YAĞCI შემდეგ მისამართზე: okan.yagci@yeditepe.edu.tr
სააპლიკაციო ფორმის გაგზავნის ბოლო ვადა: 16 ივნისი, 2016
დამატებითი ინფორმაცია და სააპლიკაციო ფორმა იხილეთ დანართის სახით.