ზეპირი და მწიგნობრული კომუნიკაციის ასპექტები შუა საუკუნეების ქართულ ლიტერატურაში
17 ივნისი 2019 წელი
დამწერლობის გაჩენამ ზეპირი კულტურის ველი მკვეთრად შეავიწროვა, ხოლო თვით კულტურა ორ, მწიგნობრულ და ზეპირ, ნაწილად გაყო. ამის შემდეგ კულტურის ზეპირი ფორმები „ცხოვრობენ“ როგორც ცალკე, მწიგნობრობის გვერდით, ისე, გარკვეულწილად სახენაცვალი, მის შიგნით.
ადრექრისტიანულ ტრადიციას თავდაპირველად „ფოლკლორული“ ხასიათი ჰქონდა: მაცხოვრის შესახებ თხრობები „აითქვიფა“ იმ ჟანრებში, რომლებიც ადრეულ იუდაიზმსა და ელინურ ზეპირპოეტურ ტრადიციას გააჩნდა. უძველესი მემატიანეები ასვე იყენებდნენ ფოლკლორულ ტექსტებს-ზეპირ გენეალოგიას, მითოლოგიურ და ისტორიული ხასიათის თხრობებს. მოხსენებაში აღნიშნულ კონტექსტში განხილულია ქართული ქრისტიანული ლიტერატურის, საისტორიო მწერლობისა და „ვეფხისტყაოსნის“ საკითხი.
სრულად