ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2018-2019 სასწავლო წლისათვის დამატებით აცხადებს აპლიკანტთა მიღებას მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე.
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე დაიშვება ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის ბაკალავრის/მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდით, ასევე, სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირი (საფუძველი: ,,საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ“).
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით აპლიკანტი აბარებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდას (საფუძველი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება #111/ნ 2016 წლის 5 სექტემბერი).
ჩარიცხვა მოხდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდის და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები გამოცდა ჩატარდება წერითი სახით. გამოცდა გულისხმობს ესსე-ს შესრულებას თემაზე: „პროფესია - მასწავლებელი“.
ესსე უნდა შედგებოდეს მინიმუმ 300 სიტყვისაგან და იგი შეფასდება 100 ქულით. დადებით შეფასებად ჩაითვლება 51 ქულიანი ბარიერის გადალახვა.
ესსე შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
1. ესსეს ძირითადი იდეის (მიზნის) ჩამოყალიბება: 0-20 ქულა;
2. საკითხის ზოგადი ცოდნა, ორიგინალური ხედვა და თანმიმდევრული მსჯელობა: 0-30 ქულა;
3. ლოგიკური დასკვნების გამოტანა: 0-10 ქულა;
4. შინაარსის კორექტულობა: 0-10 ქულა;
5. საკუთარი მოსაზრებების არგუმენტირებული და ფაქტობრივი გამყარება: 0-10 ქულა;
6. წერის კულტურა (ორთოგრაფია, პუნქტუაცია, ლექსიკური მარაგი): 0-20 ქულა
გამოცდაზე დასასწრებად კანდიდატმა უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი.
დაგვიანებული პირი გამოცდაზე არ დაიშვება.
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2017 წლის 27 სექტემბრიდან 01 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველდღე, 10 საათიდან 17 საათამდე შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, რუსთაველის ქუჩა №35, ოთახი № 323.
მისაღები გამოცდა ჩატარდება ბსუ-ს ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე, საგამოცდო ცენტრში (მისამართი: ბათუმი, ფიროსმანის ქ. 12)
მისაღები გამოცდა ჩატარდება 2018 წლის 02 ოქტომბერს (გამოცდის დაწყების დრო: 1000საათი.
გამოცდის შედეგები გამოცხადდება - 2018 წლის 02 ოქტომბერს.
საპრეტენზიო განცხადებების მიღება - 2018 წლის 03 ოქტომბერი.
საპრეტენზიო განცხადებებზე პასუხის გაცემა - 2018 წლის 03 ოქტომბერი
გამოცდის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 2018 წლის 03 ოქტომბერს.
ბსუ-ს მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
ა) განცხადება
ბ) პირადობის მოწმობის ასლი დედანთან ერთად;
გ) მიმართულების შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, გაცემული შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ;
დ) ბაკალავრის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის (თანდართული დანართით) ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ბსუ-ს კურსდამთავრებულთათვის - უნივერსიტეტის მიერ დამოწმებული, ხოლო 2018 წელს კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე).
ე) ორი ფოტოსურათი, ზომით 3X4–ზე, ელექტრონული ვერსია CD დისკზე;
ვ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის);
ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ. ფოსტა: Ltavdgiridze@gmail.com
ტელ.: 577 97 93 79
პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ლელა თავდგირიძე