ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმა (2018-2022)
უკანასკნელ პერიოდში საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებმა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა განათლების სისტემის ყველა სფერო, მათ შორის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები. სწორედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეკისრებათ როლი, უზრუნველყონ ქვეყანა კონკურენტუნარიანი, პროფესიული კადრებით, შექმნან ’’ცოდნის საზოგადოება’’, უზრუნველყონ სწავლა მთელი სიცოცხლის განმავლობაში, დანერგონ რეგიონში საზოგადოების მოთხოვნებიდან და ქვეყნის განვითარების სტრატეგიიდან გამომდინარე შეიცვალა მიდგომები უმაღლესი განათლების სტანდარტებისადმი: აკადემიურ პერსონალზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამებიდან გადავდივართ სტუდენტის ინტერესებსა და კურსდამთავრებულთა დასაქმებაზე ორიენტირებულ პროგრამაზე. ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა: ევროპაში აღიარებადი და ცნობადი აკადემიური ხარისხების სისტემის დაფუძნება, უნივერსიტეტის ყოველი კურსდამთავრებულის ცოდნა და კომპეტენციები უნდა შეესაბამებოდეს ქართული და ევროპული უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთა ცოდნასა და კომპეტენციას, ამასთან არ უნდა დაიკარგოს უნივერსიტეტის ნიშა და თავისებურება.
დაკულტეტი უნივერსიტეტის ერთ-ერთი ძირითადი და მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეულია, ამიტომ უნივერსიტეტის წარმატებულ ფუნქციონირებას, მისი როლისა და მისიის შესრულებას უზრუნველყოფს ცალკეული ფაკულტეტების გამართული მუშაობა.
ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი შეიქმნა 2018 წლის სექტემბერში ორი ფაკულტეტის: განათლებისა და ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტების გაერთიანების გზით. ახალ სტრუქტურულ ერთეულში გაერთიანებულ მიმართულებებს განვითარების საკმაოდ მდიდარი ისტორია აქვს, თუმცა ტექნოლოგიებისა და მეცნიერების განვითარების დინამიურად მზარდი ტემპი ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს ცალკეულ მათგანს. ფაკულტეტი საინტერესოა აგრეთვე დარგთაშორისი კავშირებისა და ინტერდისციპლინური მიდგომების თვალსაზრიისთაც. ერთის მხრივ, ფიზიკის, მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების თანამედროვე ამოცანები საჭიროებენ მჭიდრო თანამშრომლობას, მეორეს მხრივ, ფაკულტეტის სტრუქტურა მოქნილია სწავლება-სწავლის პრობლემატიკის შესწავლისთვის როგორც სასკოლო ისევე საუნივერსიტეტო დონეზე.
ფაკულტეტის განვითარების ძირითადი პრიორიტეტებია:
საგანმანათლებლო პროგრამები
ა. მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების მუდმივი განვითარების უზრუნველყოფა.
ფაკულტეტზე მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამები შესაბამისობაში უნდა იყოს საერთაშორისო გამოცდილებასთან, პასუხობდეს დაინტერესებული მხარეების (სახელმწიფოს, საზოგადოების, დამსაქმებლისა და სტუდენტის) მოთხოვნებს.
პროგრამების სამუშაო ჯგუფები დაადგენენ მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების თავსებადობას ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების საგანმანათლებლო პროგრამებთან, სწავლების ცალკეულ საფეხურზე, შეისწავლიან კონკრეტული პროგრამების დასაქმების ბაზარს, დამსაქმებლის მოლოდინებს და მოთხოვნებს პროგრამის კურსდამთავრებულებისადმი. საბაკალავრო და სამაგისტრო თეზისების დაგეგმვა-მომზადებისას მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული დამკვეთების ინტერესები.
სადოქტორო საფეხურის კვლევებში კი მაქსიმალურად იქნება მიღწეული კვლევების საერთაშორისო სტანდარტი.
ბ. ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება.
შემუშავდება/განვითარდება საგნის ან საგანთა ჯგუფის მასწავლებელთა მომზადების საგანმანათლებლო პროგრამები მათემატიკის, ფიზიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სპორტის მიმართულებით; სადოქტორო პროგრამები კომპიუტერულ ტექნოლოგიებში, განათლებაში, ერთობლივი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით.
სამეცნიერო კვლევების გაუმჯობესება/ინტერნაციონალიზაცია
უნივერსიტეტის მისიისა და სტრატეგიული გეგმის შესაბამისად, “სანდო” სამეცნიერო გამომცემლობების ნუსხას შევთავაზებთ ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალსა და დოქტორანტებს, თავიანთი კვლევების შედეგების გამოსაქვეყნებლად, ჩავატარებთ პერიოდულ სემინარებს ცალკეული გამოცემების სტანდარტების შესახებ, დავგეგმავთ ინტერდისციპლინურ კვლევებს და გავაუმჯობესებთ კოლაბორაციული კვლევების მაჩვენებელს, როგორც ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის ფარგლებში, ასევე ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.
ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი მუდმივად დააკვირდება რეგიონულ და ეროვნულ გამოწვევებს, დავსვამს/გადაჭრის სათანადო ამოცანებს სამეცნიერო ენაზე.
სხვადასხვა გრანტებისა და პროექტების მოზიდვა
ფაკულტეტი გააქტიურებს მუშაობას სხვადასხვა ეროვნული და საერთაშორისო გრანტების მოსაპოვებლად, როგორც საგანმანათლებლო ტიპის, ასევე სამეცნიერო-კვლევითი ხასიათის პროგრამებში. დაინერგება გუნდური მუშაობის პრინციპები, სამუშაო ჯგუფებში ფაკულტეტის პერსონალთან ერთად ჩართული იქნებიან სტუდენტებიც, მოხდება ცალკეული გრანტის შედეგის გაზიარება კოლეგებისა და ფართო საზოგადოებისთვის.
ინოვაციები სწავლება-სწავლისა და კვლევის მეთოდებში
ტექნოლოგიების მუდმივი განვითარებისა და სამეცნიერო მიღწევების სწრაფი ტემპის კვალდაკვალ ფაკულტეტი მუდმივად იზრუნებს სწავლება-სწავლის და კვლევის მეთოდებში გამოცდილი და ინოვაციური მეთოდების დანერგვა/სინთეზზე. ამ მიზნით მოხდება პროფესორ-მასწავლებელთა ინტერესების შესწავლა და საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის საჭიროებიდან გამომდინარე დაიგეგმება/ჩატარდება ტრენინგები, გამოცდილების გაზიარების, ასევე სწავლება-სწავლისა და კვლევების სტატეგიების გაუმჯობესება-განვითარების თვალსაზრისით.
სამეცნიერო და პრაქტიკული კონფერენციები
ფაკულტეტი მუდმივად იზრუნებს მოიძიოს დაფინანსება და პარტნიორები სამეცნიერო და პრაქტიკული ხასიათის კონფერენციების ჩასატარებლად, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. უნდა გაიზარდოს მსგავსი ღონისძიებების მიმართ სტუდენტთა ინტერესი.
საგანმანათლებლო პროგრამებით დაგეგმილი კომპეტენციების გამომუშავება/შეფასების მონიტორინგი
პერიოდულად განვახორციელებთ საგანმანათლებლო პროგრამებით დაგეგმილი კომპეტენციების გამომუშავება/შეფასების მონიტორინგს და მუდმივად ვიზრუნებთ სტუდენტებში ზოგადი და დარგობრივი კომპეტენციების განვითარებაზე.
სახელმძღვანელოების შექმნა, თარგმნა და გამოცემა
მნიშვნელოვანია ფაკულტეტზე გააქტიურდეს მუშაობა სახელმძღვანელოების გამოსაცემად, შევქმნით სათანადო ჯგუფებს არსებული დაფინანსების შესაძლებლობების მოპოვებისათვის, რათა გაიზარდოს პროფესორთა მოტივაცია სახელმძღვანელოების შემუშავება/თარგმნისთვის.
თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურის მოძიება, ბიბლიოთეკის შევსებაზე მუდმივი ზრუნვა
ფაკულტეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია კოლეგიალური, საქმისა და მოვალეობებისადმი პასუხისმგებლიანი მიდგომების დანერგვა.
უკან |