
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიზნობრივი სამეცნიერო პროექტის ,,ზოგიერთი საკითხი ატმოსფეროს დიაგნოსტიკის შესახებ სიგნალისა და გარემოს დისპერსიულ მახასიათებლებს შორის კავშირის საფუძველზე“ ფარგლებში პროექტის მენეჯერმა მირანდა ხაჯიშვილმა მონაწილეობა მიიღო 24-27 სექტმებერს, ლიტვაში, ქალაქ კაუნასში გამარტულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში ,,მე–17 საერთაშორისო კონფერენცია გლობალური კვლევებსა და განათლებაზე, ინტერ-აკადემია 2018“. ახალგაზრდა მკვლევარმა სესიაზე მოხსენება წარადგინა თემაზე: ,,შემთხვევითი ფაზური ეკრანის გავლით სიგნალის დეტექტირების პრობლემის შესახებ“ (თანამომხსენებელი პროფესორი ნუგზარ ღომიძე), რომელიც ასევე დაიბეჭდა მაღალრეიტინგულ ჟურნალში.
უკან |