ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

„აჭარის მოსახლეობის მოკვდავობის ცხრილი: ისტორიული მონაცემების სტატისტიკური შეფასება და მომავლის პროგნოზირება“

სურათი

ზუსტ  მეცნიერებათა  და განათლების ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის ასოცირებულმა  პროფესორმა ნინო სვანიძემ სემინარი ჩაატარა თემაზე: „აჭარის მოსახლეობის მოკვდავობის ცხრილი: ისტორიული მონაცემების სტატისტიკური შეფასება და მომავლის პროგნოზირება“. მოპოვებული სტატისტიკური ინფორმაციაზე დაყრდნობით და შესაბამისი გაანგარიშებების, დემოგრაფიული და ეკონომიკური პრობლემების ურთიერთკავშირის შესახებ არსებული კვლევების შესწავლის   საფუძველზე   აგებული იქნა აჭარის მოსახლეობის მოკვდავობის  პერიოდული  ცხრილი ხუთწლიანი ინტერვალით 1960, 2002 და 2014 წლებისათვის.

2002 და 2014 წლის მოკვდავობის ცხრილის მონაცემების მიხედვით  დადგენილი  იქნა  მოსახლეობის ასაკობრივი ცვლილების გავლენა რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. მოკვდავობის ცხრილის მონაცემებით განისაზღვრა ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის (15+; 65) ასაკობრივი ჯგუფის  მოკვდავობის მაჩვენებელი, რაც  სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი ინდიკატორია. ჩატარდა რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული მაჩვენებლების ურთიერთზემოქმედების რეგრესული ანალიზი.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა