6 მარტი 2020 წელი
ბსუ-ში ერაზმუს+-ს პროექტის „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ (CISI) ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. პროექტის კოორდინატორმა, თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა თამარ მახარაძემ და პროექტის ფინანსურმა მენეჯერმა თამუნა მანგოშვილმა ბსუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, რეგიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრების თანამშრომლებს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებს, სპეცმასწავლებლებს პროექტის მიზნები და ამოცანების გააცნეს. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს შშმ პირთა სოციალურ ჩართულობასა და სკოლებში ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.
ბსუ ერაზმუს+-ის Capacity Building in Higher Education (CBHE) ფარგლებში 2019 წელს დაფინანსებული პროექტის „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ (Curriculum Innovation for Social Inclusion - CISI) ერთ-ერთი პარტნიორია.
პროქტის ამოცანებია:
-
პროექტის პარტნიორ ქართულ უნივერსიტეტებში მოქმედი დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო (300-კრედიტიან) პროგრამისთვის სპეციალურ განათლებასთან დაკავშირებული ახალი აკადემიური კურსების/მოდულების მომზადება და Moodle-ს სისტემაში ინტეგრირება;
-
სპეციალური მასწავლებლის მოსამზადებელი 60-კრედიტიანი სასერტიფიკატო პროგრამის შემუშავება (პროგრამა განხორციელდება დისტანციური სწავლების ფორმატით);
-
მოკლევადიანი სატრენინგო პროგრამების/კურსების მომზადება (დაინტერესებული საზოგადოებისთვის);
-
ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ქსელის ჩამოყალიბება (სკოლების, უნივერსიტეტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო უწყებების ურთიერთანამშრომლობა).
პროექტის ფარგლებში, პარტნიორი უნივერსიტეტებში და შორის ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტზე დაინერგება 10-11 ახალი სასწავლო კურსი, რომელიც მომავალ პედაგოგებს მისცემს განვითარების სხვადასხვა დარღვევის მქონე მოსწავლეებთან მუშაობისთვის საჭირო ცოდნის დაუფლებისა და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავების საშუალებას.
კერძოდ, განვითარდება სასწავლო კურსები, რომლებიც ეხება:
-
სენსორული განვითარების დარღვევის მქონე მოსწავლეებთან მუშაობის თავისებურებებს;
-
ინტელექტუალური და დასწავლის უნარის დარღვევების მქონე მოსწავლეებთან მუშაობის თავისებურებებს;
-
ემოციური და ქცევითი დარღვევების მქონე მოსწავლეებთან მუშაობის თავისებურებებს.
პროექტის ფარგლებში შემუშავებული სასწავლო კურსების პილოტირება პარტნიორ ქართულ უნივერსიტეტებში 2021 წლის გაზაფხულის სემესტრიდან იგეგმება. პროექტის ფარგლებში მოხდება დამხმარე სასწავლო ტექნოლოგიებისა და ლიტერატურის შეძენაც.
პროექტის განხორციელებაში ჩართულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
პროექტის განხორცილებას კოორდინაციას უწევს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტთნ არსებული შშმ პირთა საკითხების კვლევის ცენტრი.
პროექტის პარტნიორები არიან:
-
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) - კოორდინატორი;
-
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბსუ);
-
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თესაუ);
-
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (აწსუ);
-
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;
-
განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი (EDEC);
-
,,მარიანი“;
-
მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის (MAEE);
-
ბრასოვის ტრანსილვანიის უნივერსიტეტი (UniTBv);
-
ოლომუკის პალასკის უნივერსიტეტი (PUO);
-
ვარშავის უნივერსიტეტი (UW);
-
მარბურგის ფილიპსის უნივერსიტეტი UMR.
შეხვედრა ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ორგანიზებით, გაიმართა