ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

ბსუ-ში პლაგიატის პრევენციის საერთაშორისო დღე აღინიშნა

სურათი

პლაგიატის პრევენციის საერთაშორისო დღე აღინიშნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებისთვის ჩატარდა ვებინარი თემაზე: „ერთად ვებრძოლოთ პლაგიატს“. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვის ძირითადი სტრატეგიები, ტექსტის შექმნის პრინციპები და პლაგიატის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები. მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ვიქტორინაში და ნახეს პლაგიატის პრევენციის შესახებ ,,Erasmus+“-ის პროექტის ფარგლებში ,,აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისათვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (INTEGRITY)“  მომზადებულ ვიდეორგოლები. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა