ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

ბსუ-ში ფოტო-ნახატების გამოფენა „ბავშვები იცავენ თავიანთ უფლებებს“ გაიმართა

სურათი

ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტთან არსებული ბავშვთა უფლებების ცოდნის ცენტრის ორგანიზებით, ფოტო-ნახატების გამოფენა „ბავშვები იცავენ თავიანთ უფლებებს“ გაიმართა. ბავშვის უფლებათა ცოდნის ცენტრის მიზანია, ხელი შეუწყოს შესაძლებლობების განვითარებასა და ინოვაციური მიდგომების დანერგვას ინკლუზიური და ბავშვთა უფლებების დაცვის პრინციპებზე დაფუძნებულ განათლებას. ღონისძიებაზე აჭარის, თბილისის, გურიის საჯარო, კერძო და ინკლუზიური სკოლების მოსწავლეებმა ნამუშევრები წარმოადგინეს თანასწორობაზე, მეგობრობაზე, ერთიანობასა და მრავალფეროვნებაზე. გამოფენაში ასევე ჩაერთნენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები კერამიკის საამქროდან, რომლებმაც ღონისძიების მონაწილეებს გააცნეს, თუ როგორ ქმნიან ნაკეთობებს, როგორ ხატავენ და როგორ ნათელ ფერებში ხედავენ სამყაროს.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების და მხედველობის პრობლემის მქონე ბავშვებისათვის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის IV კურსის სტუდენტებმა: ნიკოლოზ ზარქუამ, ომარ ტუნაძემ, ანა ლოლუამ წარმოადგინეს მათ მიერ მხედველობის პრობლემის მქონე ბავშვებისათვის შექმნილი ტაქტილური აღქმის რესურსები.

გამოფენის მონაწილეებს მიესალმნენ ბსუ-ს რექტორის მოადგილე, პროფესორი თამარ სირაძე აჭარის ა.რ. განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობების  დეპარტამენტის უფროსი თეა ჭანტურიშვილი და ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა თურმანიძე.  

გამოფენა ჩატარდა გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის საგრანტო პროექტის „ბავშვთა უფლებების ცენტრის ცოდნის ცენტრად დაფუძნება ინკლუზიური და ბავშვთა უფლებებზე ორიენტირებული ცოდნის დამოკიდებულებებისა და პრაქტიკის დასანერგად“ კამპანიის „ჩვენ დავიბადეთ თანასწორნი და განსხვავებულნი“ ფარგლებში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა