ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

სამეცნიერო კონფერენცია „ბავშვის უფლებები და უსაფრთხო სკოლა“ გაიმართა

სურათი

კულტურული მრავალფეროვნების დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ონლაინ სამეცნიერო კონფერენციით „ბავშვის უფლებები და უსაფრთხო სკოლა“ აღინიშნა.  ბსუ-ს ბავშვთა უფლებების ცენტრის ორგანიზებითა და გაეროს ბავშვთა ფონდის, UNICEF-ის მხარდაჭერით გამართულ კონფერენციაზე სტუდენტებმა და მოსწავლეებმა ბავშვის უფლებების დაცვის, უსაფრთხო სკოლისა და  დისკრიმინაციის აქტუალური საკითხები განიხილეს. ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ ბსუ-ს რექტორის მოადგილე, პროფესორი თამარ სირაძე და ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა თურმანიძე. 

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მოხსენებები თემებზე: უსაფრთხო სკოლა და საერთაშორისო გამოცდილება, ციფრული ტექნოლოგიების როლი ბავშვთა უფლებების დაცვაში, ბავშვთა შრომითი ექსპლოატაცია, 21-ე საუკუნე - ახალი გამოწვევები,  სკოლის აფექტური გარემოს გავლენა სწავლა/სწავლების  პროცესში, მე მაქვს უფლება...  შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვთა სტიგმატიზაცია და მისი დაძლევის გზები, სკოლის ფსიქოლოგის როლი ბავშვის უფლებების დაცვაში, ბულინგისგან თავისუფალი ზონა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და წმინდა ტბელ აბუსერისძის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ბათუმის №1, №3, №13  საჯარო სკოლის, კერძო სკოლების: „ევრო 2000“, „იუჯი“ მოსწავლეებმა, პედაგოგებმა.

  კონფერენციის პროგრამა

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა