12 ივნისი 2022 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის „ციფრული-სკოლა საქართველო” შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა. პროექტი ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება და მიზნად ისახავს ესტონეთის წარმატებული გამოცდილების გაზიარებას განათლებაში ტექნოლოგიების ეფექტიანად დანერგვის უზრუნველსაყოფად. პროექტის მონაწილე 70 სკოლა, საკუთარი ინოვაციური პროექტი წარმოადგინა, თუ რას ნიშნავს „ციფრული სკოლა” მათ კონტექსტში და როგორ დანერგეს სკოლის ციფრული სტრატეგია. ასევე, ესტონეთიდან და საქართველოდან მოწვეულმა სტუმრებმა პრეზენტაციები გააკეთეს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების უახლესი ტენდენციების შესახებ.
პროექტის „ციფრული-სკოლა - საქართველო" ფარგლებში 2019-2022 წლებში სულ 120 სკოლის გუნდი (720 მონაწილე) მომზადდა.
„ციფრული სკოლა - საქართველო” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმასთან მჭიდრო კავშირში.