ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

ბსუ-ში ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის „ჰორიზონტი 2020“ პროექტის iHubs4Schools ფარგლებში ტრენინგი ჩატარდა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აჭარის არ საჯარო სკოლის მასწავლებლებს სასწავლო პროცესში ციფრული ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით ტრენინგი ჩაუტარდათ. ტრენინგი ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის „ჰორიზონტი 2020“ პროექტის „ციფრული ინოვაციების დანერგვა  სკოლებში რეგიონული ინოვაციური ჰაბებისა და მენტორინგის მოდელის საშუალებით“  ფარგლებში ჩატარდა. პროექტის iHubs4Schools მიზანია,  დაეხმაროს და ხელი შუწყოს პროექტში ჩართული 5 ევროპული ქვეყნის სკოლებსა და მასწავლებლებს, როგორც  სკოლებში, ასევე სკოლებს შორის მენტორინგის სქემის დანერგვასა და გავრცელებაში რეგიონული ინოვაციური ჰაბების  საშუალებით. 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები ხელს შეუწყობს სკოლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებას ციფრული ინოვაციების დანერგვის კუთხით.  მენტორინგის მოდელი გულისხმობს სკოლების უწყვეტ მეთოდოლოგიურ მხარდაჭერას შეფასების უახლესი მიდგომებისა და სწავლის ანალიტიკური სტრატეგიების გამოყენებით.

ბსუ, როგორც iHubs4Schools პროექტის ერთ-ერთი პარტნიორი, ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან, სამეცნიერო-ტექნოლოგიურ ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებთან ერთად 2021-2023 წლებში ახორციელებს პროექტს და საჯარო სკოლებს შესთავაზებს  ციფრული ინოვაციების დანერგვის მექანიზმებს რეგიონული ინოვაციური ჰაბების შექმნით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა