ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

USAID განათლება მომავლისთვის პროგრამის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა ტარდება ბსუ-ში

სურათი

USAID განათლება მომავლისთვის პროგრამის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის უნივერსალური დიზაინის (UDL) სამუშაო შეხვედრა ტარდება.  არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის MLFTC განყოფილების დირექტორის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი ელიზაბეტ ფრიასი ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად ორი დღის განმავლობაში განიხილავს სწავლის უნივერსალური დიზაინის (UDL) ძირითად ელემენტებს, დიფერენცირებული სწავლების განსხვავებებს და   სწავლის უნივერსალური დიზაინის (UDL) ჩარჩოს: ჩართვა, ინფორმაციის წარდგენა, ქმედება და გამოხატვა. შეხვედრა გახსნა, მონაწილეებს მიესალმა და USAID განათლება მომავლისთვის პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან  პარტნიორობით, USAID განათლება მომავლისთვის პროგრამა მიზნად ისახავს მომავალ მასწავლებელთა მომზადების პროგრამების ხარისხისა და ინკლუზიურობის ამაღლებას, სკოლების ადმინისტრატორების, როგორც საგანმანათლებლო ლიდერების, შესაძლებლობების განვითარებასა და გაძლიერებას სკოლის მართვის სხვადასხვა  დონეზე და საქართველოს განათლების სისტემის ფარგლებში სკოლის ავტონომიურობის გაძლიერებას. სისტემის დონეზე გატარებული რეფორმები გავლენას მოახდენს  საქართველოს განათლების სექტორის სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებზე, მათ შორის, უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალზე, მომავალ და  მოქმედ მასწავლებლებზე, სკოლების ადმინისტრატორებისა და განათლების რესურსცენტრების წარმომადგენლებზე.

USAID განათლება მომავლისთვის პროგრამამ გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის საქართველოს ოთხი უნივერსიტეტი შეარჩია, მათ შორის  ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნიკური დახმარებით ხელს შეუწყობს მასწავლებლის მოსამზადებელი საგანმანათლებლო და განათლების მეცნიერებების პროგრამების განვითარებას.

 

USAID განათლება მომავლისთვის ხუთწლიანი პროგრამის  ფარგლებში:

  • შემუშავდება ახალი სასწავლო კურსები, რომელიც დაფუძნებული იქნება სწავლის უნივერსალური დიზაინის პრინციპებზე; 
  • გაძლიერდება სასკოლო პრაქტიკის კომპონენტი;
  • გაუმჯობესდება აკადემიური პერსონალის სწავლებისა და კვლევითი უნარები;
  • გაიზრდება  ხელმისაწვდომობა თანამედროვე ლიტერატურაზე;
  • უზრუნველყოფილი იქნება უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალისა  და სტუდენტების ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორობაში ჩართვა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა