ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

USAID განათლება მომავლისთვის პროგრამის ფარგლებში აშშ-ის არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტსა ბსუ-ს შორის თანამშრომლობა დაიწყო

სურათი

USAID განათლება მომავლისთვის პროგრამის ფარგლებში აშშ-ის არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მარი ლუ ფულტონის განათლების სკოლასა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების მიზანია უნივერსიტეტებში მასწავლებლის მოსამზადებელი საგანმანათლებლო და განათლების მეცნიერებების პროგრამების განვითარების ხელშეწყობა.   

ხელშეკრულებას ხელი ბსუ-ს რექტორმა, მერაბ ხალვაშმა და არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის მარი ლუ ფულტონის განათლების სკოლის ასოცირებულმა დეკანმა გლობალური ჩართულობის მიმართულებით, ივეტა სილოვამ მოაწერეს.

გრძელვადიანი პარტნიორობისთვის USAID განათლება მომავლისთვის პროგრამის ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, საქართველოს 3 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი შეირჩა, რომლებიც პროექტს არიზონის განათლების სკოლასთან  თანამშრომლობით განახორციელებენ.

ღონისძიება გახსნა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა. მისასალმებელი სიტყვით დამსწრე საზოგადოებას მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რობინ ლ. დანიგანმა.

ბსუ-დან რექტორთან ერთად ღონისძიებას ესწრებოდნენ ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი პერსონალი. USAID განათლება მომავლისთვის პროგრამა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება და მიზნად ისახავს მომავალ მასწავლებელთა მომზადების პროგრამების ხარისხისა და ინკლუზიურობის ამაღლებას, სკოლების ადმინისტრატორების, როგორც საგანმანათლებლო ლიდერების, შესაძლებლობების განვითარებასა და გაძლიერებას სკოლის მართვის სხვადასხვა დონეზე და საქართველოს განათლების სისტემის ფარგლებში სკოლის ავტონომიურობის გაძლიერებას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა