7 თებერვალი 2024 წელი
ელიტურ სკოლა „გორდას“ უნივერსიტეტებსა და სკოლებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები ეწვივნენ და 9-10 კლასის მოსწავლეებსა და სკოლის მასწავლებლებს შეხვდნენ. ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა მიხეილ დონაძემ, ასოცირებულმა პროფესორმა ზაზა დავითაძემ და ასისტენტმა ბესიკ ბერიძემ შეხვედრაზე ისაუბრეს კომპიუტერული მეცნიერების როლზე, კიბერ უსაფრთხოების, WEB3 პლატფორმისა და ციფრული მოწყობილობების მნიშვნელობაზე.
შეხვედრის მონაწილეებმა მოსწავლეებს წარუდგინეს თანამედროვე კომპიუტერული ციფრული ტექნოლოგიების მიღწევები.
შემეცნებით ხასიათის ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებმა უპასუხეს მოსწავლეების და მასწავლებლების შეკითხვებს.
შეხვედრის ბოლოს სტუმრებმა მოსწავლეებს გადასცეს სამახსოვრო საჩუქრები.
ვიზიტი მიზნად ისახავდა სკოლა „გორდას “თანამშრომლობის გაღრმავებასა და კომპიუტერული მეცნიერების პოპულარიზაციას.