ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

„საინჟინრო საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლივი შემუშავება და განხორციელება დისტანციური ლაბორატორიების გამოყენებით“

სურათი

ბსუ-ს მონაწილეობით კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) მეორე საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტი „საინჟინრო საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლივი შემუშავება და განხორციელება დისტანციური ლაბორატორიების გამოყენებით“ განხორციელდება. პროექტი საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წარადგინა და მისი მიზანია საქართველოს წამყვან საინჟინრო უნივერსიტეტსა და ორ რეგიონულ უნივერსიტეტში საინჟინრო პროფილის კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება. ასევე, ზოგადად უნივერსიტეტებში დისტანციური საინჟინრო სწავლებისთვის მეთოდური და ტექნოლოგიური საფუძვლების შექმნა.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემადგენლობით.

პროექტის მეშვეობით, რეგიონულ უნივერსიტეტებს შეძლებენ წვდომას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ლაბორატორიულ ბაზასა და მაღალკვალიფიციურ პერსონალზე. შესაბამისად, მოხდება ლაბორატორიულ სწავლებაზე დაფუძნებული, დასაქმების ბაზარზე მორგებული მაღალტექნოლოგიური სასწავლო კურსების დანერგვა/განვითარება.

პროექტის ხანგრძლივობაა 18 თვე.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ მისამართზე: http://iiq.gov.ge/ge/2024/04/cif-ის-მეორე-საგრანტო-კონკურ/

 

 

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა