ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

ბსუ-ს საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ

სურათი

ფიზიკის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორის მირანდა ხაჯიშვილის ორგანიზებით 20.04.2024  ბსუს  სსიპ თეიმურაზ ჯორბენაძის ქობულეთის III საჯარო სკოლის მოსწავლეები და კერძო სკოლა ,,ეურო 2000“ ის მოსწავლეები ეწვივნენ. ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ფიზიკის დეპარტამენტის სრულმა  პროფესორმა ნუგზარ ღომიძემ მოსწავლეებს გააცნო ბსუ-ს ფიზიკის ლაბორატორიის ინფრასტრუქტურა და ფიზიკის თანამედროვე პოპულარური საკითხები, ესაუბრა სკოლისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებზე.  მოსწავლეები  ჩაერთო Stem ექსპერიმენტებში, რომელშიც ჩართული იყო  ფიზიკის სამაგისტრო პროგრამის  მაგისტრანტები.

 მოსწავლები ასევე ეწვივნენ ინოვაციური კლინიკის სხივური თერაპიის ცენტრს, მოისმინეს სამედიცინო ფიზიკოსის ლაშა წულაძის ლექცია ფიზიკის როლზე სამედიცინო მიმართულებით, გაეცნენ სხივური თერაპიის, პოზიტრონული კვლევების ლაბორატორიებს, ჩართული იყვნენ დისკუსიაში და შედგა შეთანხმება სამომავლო თანამშრომლობაზე.

 ღონისძიების შესახებ ინფორმაცია გაზიარებული იქნა თითოეული სკოლის  სასკოლო საზოგადოებისათვის


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა