ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის სტიპენდია ბსუ-ს ათმა წარჩინებულმა სტუდენტმა მიიღო

სურათი

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის სტიპენდია 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ათმა წარჩინებულმა სტუდენტმა მიიღო.  ფონდის სტიპენდიას ერთი სემესტრის განმავლობაში შემდეგ სტუდენტები მიიღებენ: მარიკა ოთიაშვილი, ქეთევან მახაჭაძე გიორგი მოსიძე, ნანა ცინცაძე, თეონა ქარცივაძე, თიკა ბუცხრიკიძე, მარიკა შამილიშვილი ხატია ფაღავა, ემზარ ჭელიძე და მელანო ანანიძე. ბსუ სტუდენტებს ულოცავს გამარჯვებას და უსურვებს წარმატებებს.

სასტიპენდიო პროექტი „მომავალი პედაგოგი“ 2020 წელს ამოქმედდა და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს პედაგოგის პროფესიის პოპულარიზაციას, დამატებითი მოტივაცია გაუჩინოს განსაკუთრებით რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს და პარტნიორ უნივერსიტეტებში შექმნას მაღალი აკადემიური მოსწრების აბიტურიენტების მოზიდვის მეტი შესაძლებლობა.

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა