ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

მე-16 ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „განათლებისა და ახალი სასწავლო ტექნოლოგიები“.

სურათი

1-3 ივლისს ტექნოლოგიების, განათლებისა და განვითარების საერთაშორისო აკადემიის, IATED-ის მიწვევით ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის პედაგოგიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორმა დიანა ახვლედიანმა და ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ფოლკლორის, დიალექტოლოგიისა და ემიგრანტული ლიტერატურის კვლევის განყოფილების მთავარმა მეცნიერ თანამშრომელმა ნარგიზ ახვლედიანმა მონაწილეობა მიიღეს  ესპანეთში, ქალაქ პალმა დე მალიორკაში გამართულ მე-16 ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციაში თემაზე: „განათლებისა და ახალი სასწავლო ტექნოლოგიები“. მომხსენებლებმა კონფერენციაზე წარადგინეს მოხსენება: ,,საქართველოს უმაღლესი და ზოგადსაგანმანათლებლო ინსტიტუციების თანამშრომლობის მიზნები  და შედეგები ინტერდისციპლინარული სწავლების უახლესი მეთოდების ფონზე“.

კონფერენციაზე წარდგენილი ნაშრომი გამოქვეყნდა IATED-ის ციფრულ ბიბლიოთეკაში, დაიბეჭდა Edulearn24 Proceedings-ში, პუბლიკაცია შესაფასებლად წარდგენილია Web of Science-ში.

სამეცნიერო კონფერენციას ესწრებოდა 700-მდე დელეგატი მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყნიდან.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა