ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ-ს დიგიტალური ჰუმანიტარიის VII საერთაშორისო საზაფხულო სკოლა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიგიტალური ჰუმანიტარიის VII საერთაშორისო საზაფხულო სკოლა აცხადებს მონაწილეთა მიღებას. 2018 წლის 24 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე ბსუ-ში დიგიტალური ჰუმანიტარიის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდება საერთაშორისო საზაფხულო სკოლა და ვორკშოფი თემაზე: „დიგიტალური ქართველოლოგია, კორპუსლინგვისტიკა, ენისა და კულტურის ციფრული დოკუმენტირება". საზაფხულო სკოლა მონაწილეებს საშუალებას მისცემს, გაეცნონ ქართველოლოგიაში დიგიტალური კვლევების განსახორციელებლად აუცილებელ მეთოდურ და ტექნოლოგიურ საშუალებებს (XML, TEI, ELAN, FLEX), დიგიტალური ჰუმანიტარიის ცნობილი ცენტრების (ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტი, SOAS-ის უნივერსიტეტი ლონდონში, ლიდსის უნივერსიტეტი და სხვა) გამოცდილებას და აქტიურად ჩაერთონ ციფრული რესურსების შექმნაში.

საზაფხულო სკოლის პროგრამის ფარგლებში სალექციო კურსებს წაიკითხავენ პროფესორები მაინის ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტიდან (გერმანია): პროფ. მანანა თანდაშვილი, დოქტ. სალომე გოლამი; ლიდსის უნივერსიტეტიდან (დიდი ბრიტანეთი): დოქტ. სერგეი შაროვი, დოქტ. რობი ლოვი, დოქტ. სოფია დარასელია; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (საქართველო): დოქტ. მარინე ბერიძე, დოქტ. ლია ბაკურაძე (თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი); ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (საქართველო): პროფ. რამაზ ხალვაში, პროფ. მამია ფაღავა, პროფ. ნუგზარ მგელაძე და სხვები.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უნივერსიტეტების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებს.

ელექტრონული რეგისტრაციის გავლის შემდეგ საორგანიზაციო ჯგუფის მიერ  საზაფხულო სკოლისათვის შეირჩევა 30 სტუდენტი. შერჩეულ სტუდენტებს  საზაფხულო სკოლაში დაუფინანსდებათ ბათუმში ცხოვრებისა და კვების ხარჯები, ბსუ-ის სტუდენტებს  კი – კვების ხარჯები).

რეგისტრაციის ვადები: 2018 წლის 6-31 მაისი.

რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ ბმულზე:https://goo.gl/forms/kNmulK9sFyF8Olw63

საზაფხულო სკოლის საორგანიზაციო ჯგუფი
საკონტაქტო პირი:
რამაზ ხალვაში (ტელ.: 593-357-957, ელფოსტა: http://ramaz_khalvashi@yahoo.com)
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა